
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი მხატვრული ნიჭისა და ესთეტიკური ხედვის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
შემოქმედებითად განსაკუთრებით დატვირთულია ხელოვნების გაკვეთილები.
აღსანიშნავია, IIIბ კლასში ჩატარებული ხატვის გაკვეთილი, რომელიც ძალიან საინტერესო და სახალისო გამოვიდა. მოსწავლეებმა ფერადი საღებავებითა და ფუნჯებით საკუთარი იდეები ქაღალდზე გადაიტანეს.
მათი თითოეული ნამუშევარი გამორჩეულად ლამაზი და უნიკალური აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: