არბოშიკის საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა პირველკლასელებს დაუვიწყარი დახვედრა მოუწყვეს
24-09-2025

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი დიდი შემართებითა და სიხარულით დაიწყეს. 

მათ ამაღლებულ განწყობასა და მოტივაციაზე დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს და მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

დღესასწაულის მთავარი გმირები პირველკლასელები იყვნენ. სასკოლო ცხოვრების დაწყებით გამოწვეული მღელვარება მათ სკოლაში სიხარულად უქციეს. სკოლაში მისულმა პატარებმა წითელ ხალიჩაზე ამაყად გაიარეს. სპეციალურად მათთვის მომზადებულმა სიურპრიზმა კი პატარებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. 

მხიარულების შემდეგ კი პირველკლასელებს დამირგებლები მორთულ-მოკაზმულ საკლასო ოთახებში შეუძღვნენ. ცოდნის სამყაროში პატარებს მეგზურობას მზრუნველი და მოსიყვარულე მასწავლებლები გაუწევენ, რომლებიც ბავშვებს დაუვიწყარ საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203