
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის კანდიდატთა გამოვლენის მიზნით, კომისიის სხდომა ჩატარდა. 10 პედაგოგი უკვე შერჩეულია, რომლებსაც 27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს, გადაეცემათ პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.
ცნობილია კომისიის წევრთა ვინაობა, ვინც ღვაწლმოსილი პედაგოგების ათეული გამოავლინა. ესენი გახლავთ:
თამარ მახარაშვილი - განათლების მინისტრის მოადგილე;
ქეთევან დუმბაძე - მწერალთა სახლის დირექტორი;
მაია კობახიძე - პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი;
გია მურღულია - მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი;
მაია ხაჯიშვილი - აჭარის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი;
ბექა ღვაჩლიანი - აფხაზეთის ა/რ განათლებისა კულტურის მინისტრი;
გიორგი ზვიადაძე - თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი;
გიორგი ალიბეგაშვილი - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე;
თემურ მიქელაძე - ექიმი-პედიატრი, მედიცინის დოქტორი;
ზაზა აბაშიძე - კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი;
ნანა მაჭავარიანი - ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი.
მინდია უგრეხელიძე - სამართალმცოდნე, აკადემიკოსი.