უჯარმის საჯარო სკოლამ მოსწავლეებს ზღაპრული დახვედრა მოუწყო
24-09-2025

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე გამორჩეულად იზრუნეს, მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ და ბავშვებს სასწავლო პროცესის დაწყება ზეიმად უქციეს. 

დღესასწაულის მთავარი გმირები პირველკლასელები იყვნენ. სასკოლო ცხოვრების დაწყებით გამოწვეული მღელვარება მათ დირექციამ და მასწავლებლებმა სიხარულად უქციეს.

პირველ სასწავლო დღეს პატარებს საყვარელი ზღაპრის გმირებმა უმასპინძლეს. ანიმატორებმა ბავშვები არაერთ სახალისო აქტივობაში ჩართეს. მხიარულების შემდეგ, პატარებს მზრუნველი და მოსიყვარულე მასწავლებლები ცოდნის ტაძარში დიდი სიხარულით შეუძღვნენ. ისინი ბავშვებს დაუვიწყარ საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203