წითელი ხალიჩა, მოსწავლეთა საზეიმო მიღება და ყვავილების ზღვა - თბილისის N143 საჯარო სკოლაში 15 სექტემბერი დღესასწაულად იქცა
23-09-2025

თბილისის N143 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესი დიდი ზარ-ზეიმით განახლდა. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ ბავშვებისთვის 15 სექტემბერი დღესასწაულად ექციათ. 

გაიმართა მოსწავლეთა საზეიმო მიღება, გაიშალა წითელი ხალიჩა, მოირთო და გალამაზდა სასკოლო სივრცე. 

დღესასწაულის მთავარი გმირები კი, ტრადიციულად, პირველკლასელები იყვნენ. პატარებმა წითელ ხალიჩაზე ამაყად გაიარეს, მათ მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე მზრუნველმა და მოსიყვარულე მასწავლებლებმა იზრუნეს და ცოდნის ტაძარში სიხარულით შეუძღვნენ

„ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ვულოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

განსაკუთრებულად ვულოცავთ უსაყვარლეს პირველკლასელებს, რომელთაც პირველად შემოაღეს ბილისის N143 სკოლის კარი. მათ ყოველთვის ემახსოვრებათ ეს ლამაზი დღე, თბილი გარემო და შეხვედრა მასწავლებლებთან.

ვუსურვოთ მათ თავდაჯერებულად და ამაყად ევლოთ ცოდნის თვალუწვდენელ სამყაროში და სიახლეების ძიებით შეძლონ ახალ გამოწვევებთან გამკლავება.

მშვიდობიანი და წარმატებული წელი ყოფილიყოს თითოეული მათგანისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203