სკოლა „ცოდნას“ დაარსების 30 წლის იუბილე და სასწავლო პროცესის განახლება საზეიმოდ აღინიშნა 
23-09-2025

თბილისის სკოლა „ცოდნაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

მოსწავლეები სკოლაში დაბრუნდნენ სიხარულითა და დადებითი ემოციებით სავსენი, განსაკუთრებული ღელვითა და აღფრთოვანებით გამოირჩეოდნენ ყველაზე პატარა ცოდნელები - პირველკლასელები, რომლებმაც განათლების გზაზე პირველი ნაბიჯები გადადგეს.

ამავე დღეს სკოლას მნიშვნელოვანი თარიღიც ჰქონდა - „ცოდნა“ 30 წლის გახდა!

იუბილე აღინიშნა საზეიმო და მხიარულ გარემოში.

ანიმატორების მონაწილეობით გაიმართა გასართობი პროგრამა, რომელიც განსაკუთრებულად დაუვიწყარი აღმოჩნდა პატარა თუ დიდი მოსწავლეებისთვის.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი - ნაზი ნადირაძე, რომელმაც მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, წარმატებები უსურვა და განსაკუთრებული თბილი სიტყვები მიუძღვნა სკოლა „ცოდნას“ პირველკლასელთა 30-ე თაობას. 

ეს დღე სავსე იყო თამაშებითა და მეგობრული განწყობით - სწორედ ისეთით, როგორიც სკოლა „ცოდნას“ შეეფერება.

სკოლაში სასწავლო პროცესის განახლებას სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და ნაყოფიერ აკადემიურ წელს უსურვებენ. 

„გისურვებთ ყველას წარმატებულ, ნაყოფიერ და შთამაგონებელ ახალ სასწავლო წელს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203