
„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა“ კონკურენტუნარიან თაობას ზრდის, რომლებიც წარმატებით რეალიზდებიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
მოსწავლეები მონაწილეობენ სხვადასხვა სათაშორისო კონკურსებში, წარმოაჩენენ ცოდნას და იძენენ უნიკალურ გამოცდილებას.
27 სექტემბერს საქართველოს ნაკრები, რომელიც დაკომპლექტებულია ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლების მოსწავლეებით, მიემგზავრება არაბთა გაერთიანებული ემირატების დედაქალაქ აბუ-დაბიში, სადაც იმართება მსოფლიო ახალგაზრდული სამეცნიერო ფორუმი - esi 2015
საქართველოს ღირსებას დაიცავენ:
მოსწავლეები თავიანთ ნაშრომებს წარადგენენ stem-ის სექციებში, მათი მეტოქე იქნება 1200-ზე მეტი მოსწავლე მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან.
სკოლაში მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და სამეცნიერო ფორუმიდან გამარჯვებით დაბრუნებას უსურვებენ.
„წარმატებები ვუსურვოთ საქართველოს ნაკრებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.