დიდი ჭყონის N1 სკოლა დაჯილდოებულია საზოგადოებისა და განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 
23-09-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ერუდირებული საზოგადოების ფორმირებაში. 

სკოლა დაჯილდოებულია საზოგადოებისა და განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. მადლობის სიგელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა 2024 წელს მიანიჭეს. 

სკოლის ისტორიაში ეს აღსანიშნავი მოვლენა მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყოა. სიგელი კი წარმოადგენს ერთგვარ სიმბოლოს იმ ღვაწლისა და დაუღალავი შრომისა, რასაც სკოლის გუნდი ყოველდღიურად დებს მომავალი თაობის განათლებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203