
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ზეიმით დაიწყო.
პირველი ზარის დარეკვამდე, მასწავლებლებლებმა მოსწავლეებს და მშობლებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და წარმატებული აკადემიური წელი უსურვეს.
სიმბოლურად, მოსწავლე-მასწავლებლებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ერთად შეასრულეს. პირველი ზარი კი, პირველკლასელებს, პირველმა მასწავლებელმა დაარეკინა. მზრუნველი და მოსიყვარულე დამრიგებელი პატარებს სიხარულით შეუძღვა საზეიმოდ მორთულ საკლასო ოთახში, სადაც პატარებს უამრავი სიურპრიზი დახვდათ.
მათ კლასში პირველი ვარსკვლავი საზეიმოდ გახსნეს, წაიკითხეს ლექსები, იმხიარულეთ და ერთმანეთს დაუვიწყარი დღე აჩუქეს.
მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ კომპიუტერები, წიგნები, სასწავლო ნივთები და მისალოცი ბარათები.