
საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. საარჩევნო უბნები კი ძირითადად სკოლებსა და ბაღებში იქნება გახსნილი, შესაბამისად დავინტერესდით, იქნება თუ არა სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი 3 ოქტომბერს.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს, ამ ეტაპზე 3 ოქტომბერს სწავლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გავრცელებულა, შესაბმისად სასწავლო პროცესი ჩვეულ რიეჟიმში იქნება იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც საარჩევნო უბნებია გახნილი. ცვლილების შემთხვევაში კი შესაბამისი ინფორმაცია სკოლებს დაეგზავნებათ.
თბილისის საბავშო ბაგა ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესი არც საბავშვო ბაღებში შეწყდება:
„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამო, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 3 და 6 ოქტომბერს სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტა არ იგეგმება და ყველა ბაღი, სადაც გახსნილია საარჩევნო უბანი, უზრუნველჰყოფს დაწესებულების მოწესრიგებას სააღმზრდელო პროცესის შეუფერხებელი წარმართვისათვის. არჩევნებისთვის, თბილისის 127 საბავშვო ბაღში 164 საარჩევნო უბანია გახსნილი“.
გთავაზობთ ჩამონათვალს, სადაც ნახვათ, რომელ სკოლასა და ბაღშია გახსნილი საარჩევნო უბანი