ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში პირველკლასელთა საზეიმო მიღება გაიმართა 
23-09-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა. 

დღის მთავარი გმირები ტრადიციულად პირველკლასელები იყვნენ, რომელთა დასახვედრად სკოლაში გამორჩეულად მოემზადნენ. პირველი კლასის დამრიგებლის - გალია ბადასიანის ხელმძღვანელობით, უფროსკლასელებმა პატარებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს. 

ლამაზმა საზეიმო ნომრებმა, ცეკვა-სიმღერამ და სახალისო აქტივობებმა პირველკლასელებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა და სასკოლო ცხოვრების დაწყებით გამოწვეული მღელვარება სიხარულად უცია.  ღონისძიებას პატარებიც შეუერთდნენ, მათაც შეასრულეს მუსიკალური ნომრები, წარმოთქვეს ლექსები და დამსწრე საზოგადოების მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურეს. 

სკოლის დირექტორმა ლენა კარაპეტიანმა დიდი სითბოთი მიიღო პირველკლასელები, რომელთაც საზეიმოდ გადასცა კომპიუტერები. სკოლის ხელმძღვანელმა პატარებს სასკოლო ცხოვრების დაწყება მიულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203