
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა.
მოსწავლეთა დასახვედრად დირექცია და პედაგოგები საგანგებოდ მოემზადნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერი ზეიმად ექციათ.
საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა საკლასო ოთახებმა და ლამაზმა ღონისძიებამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.
„მანდაეთის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს!!!“,- აღინიშნა სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მანდაეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება ტრადიციად არის ქცეული და მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები: