„ეს ყველაფერი ბავშვების განვითარებისთვის და არა ჯილდოსა, მადლობისთვის“-დაბლაციხის საჯარო სკოლის პედაგოგ მაია ჩხიკვაძისა და მისი მოსწავლეების წარმატება
23-09-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში ინოვაციური განათლების ხელშეწყობისა და საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციის მიზნით, არაერთ ღონისძიებას მიმართავენ. 

სწორედ, ამ მიზანს ემსახურება პედაგოგი მაია ჩხიკვაძე, რომელიც გარდა იმისა, რომ ზრუნავს მოსწავლეთა ხარისხიან ცოდნასა და განვითარებაზე, თავადაც არასდროს წყვეტს პროფესიულ წინსვლას. 

იმისთვის, რომ მოსწავლეებს მისცეს ინოვაციური განათლება აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა თუ ტრენინგში. მისი ხელმძღვანელობით კი მოსწავლეები არაერთ კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში მონაწილეობენ, მათ სახელზე არაერთი წარმატებაა. 

პედაგოგი მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს, მისთვის მთავარი მომავალი თაობის განვითარება და მათთვის ხარსხიანი და ინოვაციური განათლების მიღებაა. 

„ფიზიკა- მათემატიკის ფაკულტეტის, ფიზიკის გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის სპეციალობას, პრაქტიკულად ვიყენებ“,- აღნიშნავს პედაგოგი და მისი და მოსწავლეთა წარმატების შესახებ გვიყვება. 

  • განათლების სამინისტროს პროექტი -  „STEAM განათლება მასწავლებლებისათვის“, კონკურსის ფარგლებში მნიშვნელოვანი ინტერაქცია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. პროგრამის მიზანი იყო საჯარო სკოლების გაძლიერება ტექნოლოგიური, საბუნებისმეტყველო და შემოქმედებითი მიმართულებით.
  • ფიზიკის მასწავლებელთა პირველი და მეორე ეროვნული კონფერენცია - პრეზენტაცია ​პოსტერით.
  • ათასწლეულის ინოვაციების კონკურსი. გუნდი „გრავიტაცია“ გადავიდა შემდგომ ეტაპზე... წინა წლების კონკურსებში წარმატებები საჩუქრად, ელექტრონიკის ნაკრები, მიწვევა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში.
  • გარემოსდაცვით კონკურსში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ სკოლის 10 მონაწილისგან შემდგარი გუნდის წარმატებები“,- ეს პედაგოგისა და მისი მოსწავლეების წარმატებების არასრული ჩამონათვალია.

„ეს ყველაფერი მოსწავლეთა განვითარებისთვის და არა ჯილდოსა მადლობისთვის“,- დასძენს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203