იხტილის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა
23-09-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პირველკლასელებისთვის, რომლებმაც ახალი სასწავლო წელი დიდი სიხარულით დაიწყეს. პატარების მოტივაციაზე დირექტორმა - ვანუი მალხასიანიანმა და პედაგოგებმა იზრუნეს და მოსწავლეებს გამორჩეული დახვედრა მოუწყვეს. 

საზეიმო ღონისძიებაზე, სკოლის დირექტორმა - ვანუი მალხასიანიანმა საქართველოს განათლების,  მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საჩუქარი კომპიუტერები გადასცა და პატარებს სასკოლო ცხოვრების დაწყება მიულოცა. 

ეს საჩუქარი ბავშვებისთვის განსაკუთრებული სიხარულისა და მოტივაციის წყარო გახდა. საზეიმოდ მორთულ საკლასო ოთახში პატარებს მზრუნველი და მოსიყვარულე მასწავლებლები შეუძღვნენ და ბავშვებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით გაჯერებულ სასკოლო ცხოვრებას დაჰპირდნენ. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო 1, ვიდეო 2 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203