საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა მოსწავლეებს მათი წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა
23-09-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა აკადემიური წარმატება საამაყოა, მათი სასწავლო მიღწევები კი წახალისებული. რაღა თქმა უნდა, მოტივირებული მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში და წარმატებაც სახეზეა. 

მათ შორის მოსწავლეებმა სასახელოდ იასპარეზეს საქართველოს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“.

19 სექტემბერს, პარაკლისის შემდეგ, სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა, მირიან სამხარაძემ გინაზიის მოსწავლეებს ეროვნული არქივის ჩატარებულ 2025 წლის საგაზაფხულო პროექტში - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადასცა. 

სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ: საბა ბალახაძე, მარიამ კუჭაშვილი, გიორგი კურტანიძე, ანა ფიფია და დავით ჩხაიძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა წარმატება ყოველთვის აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203