სკოლებს ხარვეზების გამოსასწორებლად 60-დღიანი ვადა აღარ ექნებათ - დაგეგმილი საკნონმდებლო ცვლილება
27-09-2025

საქართველოს პარლამენტის 2025 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა ცნობილია, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს.

დოკუმენტში საუბარია, რომ თუ სკოლა ავტორიზაციის სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებს, მას 60 დღიანი ვადა კი არ ექნება ხარვეზის გამოსასწორებლად, არამედ ამ ვადას თავად საბჭო განსაზღვრავს:

„ავტორიზაციის სტანდარტთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ხარვეზის გამოსწორების არაუმეტეს 60 დღის ვადა ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის კანონით აღარ იქნება დარეგულირებული. ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ხარვეზის გამოსწორების ვადას განსაზღვრავს ავტორიზაციის საბჭო, ავტორიზაციის დებულებით გათვალისწინებული სტანდარტის/კომპონენტის შეფასების მიხედვით“. - ნათქვამია ოფიციალურ დოკუმენტში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203