რომელი პედაგოგები ჩააბარებენ გამოცდებს ნოემბერში - საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდება
22-09-2025

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისათვის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე რეგისტრაცია გამოაცხადა, რომელიც 25 სექტემბრის 10:00 საათიდან 8 ოქტომბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

შემოდგომის გამოცდებზე მასწავლებელთა რეგისტრაცია 25 სექტემბრიდან იწყება - დეტალური ინფორმაცია

ცნობილია, რომ არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდებს მიმდინარე წლის ნოემბერში ჩაატარებს.  ასევე ცენტრი გეგმავს საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარებას. დეტალური ინფორმაცია და  შეხვედრის ბმული განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203