
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი დიდი შემართებითა და სიხარულით დაიწყეს.
მათ ამაღლებულ განწყობასა და მოტივაციაზე დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს და მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
ტრადიციულად ღონისძიება საქართველოს ჰიმნის ფონზე დროშის აღმართვით დაიწყო და მოსწავლეთა საზეიმო მიღება-მისალმებით გაგრძელდა.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა სკოლის დირექტორი ევგენია კარაპეტიანი, რომელმაც მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, მიულოცა ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება, წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა თითოეულ მათგანს.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა პირველი კლასის დამრიგებელი ნარინე ბდოიანიც.
ღონისძიებაზე, დირექტორმა განათლების,მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში პირველკლასელებს გადასცა ბუკები და კომპიუტერი გადაეცა პირველი კლასის დამრიგებელსაც.
სკოლის დირექტორი ევგენია კარაპეტიანი სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ ულოცავს სასწავლო პროცესის განახლებას და წარმატებულ აკადემიურ წელს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: