პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესში ცვლილებები შევიდა
23-09-2025

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების წესში ცვლილება შევიდა. მინისტრი ბრძანებით, ტესტირებაზე სპეციალური საჭირობების შესაქმნელად გამოსაცდელს უნდა ჰქონდეს ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის დასკვნა.

„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ტესტირებამდე 7 სამუშაო დღით ადრე, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის/სპეციალისტების შეფასების საფუძველზე, სარეგისტრაციო სისტემაში ასახავს ინფორმაციას იმ აპლიკანტთა თაობაზე, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება გადაადგილებაში, ტესტი გაზრდილი შრიფტით (შრიფტის ზომა არაუმეტეს 20-ისა) ან/და ტესტირების დროის გახანგრძლივება (არაუმეტეს გაორმაგებული დროისა). მართვის სისტემა მომდევნო სამუშაო დღეს უზრუნველყოფს ამ მონაცემების ცენტრისთვის მიწოდებას ელექტრონული ფორმით“, - აღნიშნულია ბრძანებაში. 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203