„ეს არის, როგორც თქვენი გამარჯვების, ასევე ჩვენი დიდი სიამაყის დღე!“- ძალისის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მედლები საზეიმოდ გადაეცათ
22-09-2025

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ და მათ მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ, რაც მოზარდების სასწავლო შემართებასა და აკადემიურ მოსწრებაზე აისახება. რა თქმა უნდა, სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს. 

ახლახან, სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ. მათ კუთვნილი მედლები გადაეცათ. 

სკოლის დირექტორი - ნათელა ხუროშვილი კურსდამთავრებულთა სასწავლო მიღწევებით ამაყობს და მათ წინსვლასა და ბედნიერ მომავალს უსურვებს. 

„ჩემო მედალოსნებო, თქვენი შრომისმოყვარეობის და ცოდნის აღიარების დღეს გილოცავთ!

ეს დღე, როგორც თქვენი გამარჯვების, ასევე ჩვენი დიდი სიამაყის დღეც არის! გილოცავთ და ვულოცავ ძალისის საჯარო სკოლას, ულევ წარმატებებს გისურვებთ!“,- აღნიშნავს დირექტორი. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203