იორმუღანლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო დახვედრა გაიმართა
22-09-2025

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

მოსწავლეებთან  შესახვედრად დირექცია და მასწავლებლები საგანგებოდ მოემზადნენ -  პედაგოგებმა სასკოლო სივრცე მორთეს, დეკორაცია განათავსეს და კლასები ბუშტებით „გააფერადეს“. განსაკუთრებით კი იზრუნეს პირველკლასელთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე. პატარებს სკოლაში საყვარელი ზღაპრის გმირებმა უმასპინძლეს და ბავშვები არაერთ სახალისო აქტივობაში ჩართეს. 

სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა რიზვან უსუფოვმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა

„ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, პედაგოგებო, მანდატურებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებას!

განსაკუთრებულად ვულოცავთ პირველკლასელებს, რომლებმაც მათთვის უცნობ სამყაროში პირველად შეაბიჯეს.

სასკოლო გარემოში ადაპტაციის გასაიოლებლად, სკოლის ადმინისტრაციამ უზრუნველყო მხიარული ანიმატორების მოწვევა. სახალისო აქტივობებმა პატარებში დიდი ჟრიამული გამოიწვია.

საპატიო სტუმრებმა: ქალაქ საგარეჯოს რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ლელა ფანოზიშვილმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ბატონმა ავთანდილ გულიკაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა ალექსი გილაშვილმა მიულოცეს ჩვენს პატარებს და მშვიდობიანი და ბედნიერი მომავალი უსურვეს. მადლობა მათ, მობრძანებისა და მხარში დგომისთვის!“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203