ამბროლაურის N2, ნიკორწმინდისა და პატარა ონის საჯარო სკოლების მედალოსან კურსდამთავრებულებს ფულადი ჯილდო გადაეცათ
22-09-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2024-2025 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულებს ფულადი ჯილდო გადაეცათ.

დაჯილდოვდნენ ამბროლაურის N2, ნიკორწმინდისა და პატარა ონის საჯარო სკოლების მედალოსანი კურსდამთავრებულები. 

500-ლარიანი ფულადი ჯილდო გადაეცა ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის 6 მოსწავლეს: ანა გელაშვილს, საბა გოგილიძეს, ნინი გოგოლაძეს, კესო შარაბიძეს, დავით ცაგურიშვილს და ნიკოლოზ ყრუაშვილს.

ასევე, 500 ლარი გადაეცა ნიკორწმინდის საჯარო სკოლის ორ კურსდამთავრებულს: ელენე გეგეშიძესა და გიორგი გურგენიძეს.

300 ლარით კი დაჯილდოვდნენ პატარა ონის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები: თამარ შავლაძე და ნინო თედორაშვილი.

მოსწავლეთა წარმატება სკოლებისთვის განსაკუთრებით საამაყოა, მათი წახალისება კი სასიხარულო. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203