
თბილისის N39 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სიყვარულითა და მზრუნველობით დაიწყო.
დირექცია და პედაგოგები ბავშვების დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ - პედაგოგებმა სასკოლო სივრცე საზეიმოდ მორთეს. საგანგებოდ მოამზადებული თითოეული დეტალი, ნაირფერი ბუშტები და დეკორაციები შთამბეჭდავი სანახავია.
დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე ყოველთვის გამორჩეულად ზრუნავენ. ამის ნათელი მაგალითია მოსწავლეთა საზეიმო მიღებაც.
იხილეთ ფოტოები: