
ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა განათლებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
ერთ-ერთი ასეთი წარმატებული პედაგოგია ბესარიონ მურუსიძე, რომელიც არაერთი წელის მომავალი თაობის წარმატებულ მომავალზე ზრუნავს და საკუთარი წვლილი შეაქვს განათლებული საზოგადოების ფორმირებაში.
ახლახან, მისი ღვაწლი და დამსახურება საზეიმოდ აღინიშნა. პედაგოგი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დააჯილდოვა.
„ერთგული, უანგარო, ამაგდარი მასწავლებელი“,- ასე ახასიათებენ ბესარიონ მურუსიძეს სკოლაში და მისი ღვაწლის დაფასება ახარებთ.
დირექტორი თინათინ გოგობერიშვილი პედაგოგს დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავს.
„სკოლის ერთგული, უანგარო, ამაგდარი მასწავლებელი ბესარიონ მურუსიძე დააჯილდოვა განათლების მინისტრმა. გილოცავთ, ბესო მასწავლებელო, თქვენთან ერთად ვულოცავთ ყველა დაჯილდოებულს“,- ვკითხულობთ დირექტორის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: