
ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი იზოლდა მიქიაშვილი მომავალი თაობის აღზრდა-განათლებას არაერთი წელია ღირსეულად ემსახურება და საკუთარი წვლილი შეაქვს ერუდირებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
ახლახან, ღვაწლმოსილი პედაგოგი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დააჯილდოვა
სკოლაში პედაგოგის შრომის დაფასება ახარებთ. სკოლის დირექტორი იამზე ლობჯანიძე პედაგოგს დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავს.
„მასწავლებლისათვის ყველაზე დიდი მოტივატორი მისი შრომის დაფასებაა! მადლობა განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრს, რომელმაც ჩვენი სისტემის ღირსეული წარმომადგენლები დააჯილდოვა. ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი იზოლდა მიქიაშვილი დამსახურებულად დაჯილდოვდა, დაუღალავი შრომისთვის, ღირსეულ მოსწავლეთა აღზრდისთვის და პროფესიონალიზმის.
იზო მასწავლებელო, გვეამაყება, რომ ჩვენი სკოლის პედაგოგი ბრძანდებით!“,- აღნიშნავს დირექტორი.
იხილეთ ფოტოები: