კიდევ ერთი ვალდებულება სკოლებისთვის, რომელსაც განათლების მინისტრის ბრძანება ითვალისწინებს
23-09-2025

„ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

დოკუმენტით განისაზღვრა, რომ სკოლა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ვალდებულია, ითანამშრომლოს სამინისტროსთან.

„შენობა-ნაგებობის ფიზიკური გარემოს მოწყობის მიზნით, ითანამშრომლოს სამინისტროსთან და საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტროსთან“, - აღნიშნულია ბრძანებაში, რომელიც ვრცელდება მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203