პირველკლასელთა გასამხნევებლად მოსული ზღაპრის გმირები და წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება - ქუთაისის N5 სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო
22-09-2025

ქუთაისის N5 საჯარო სკოლაში შემოდგომასავით ბარაქიანი და ფერადი ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

მოსწავლეთა ჟრიამულით აივსო დერეფნები, საკლასო ოთახები.

სკოლის დირექტორმა - ია პაიჭაძემ, მოადგილე ქეთევან გველესიანმა და მასწავლებლებმა მიულოცეს მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება.

წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით. პროექტებსა და არაფორმალურ განათლებაში აქტიური მონაწილეობისათვის მასწავლებლებს და კლასებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

ამ დღეს, სკოლაში კურსდამთავრებულებსაც უმასპინძლეს. ახალგაზრდები ამ ღისშესანიშნავ დღეს მშობლიურ სკოლას ესტუმრნენ და მადლობა გამოხატეს იმ ზრუნვისა და თანადგომისათვის, რაც სკოლამ გამოიჩინა მათ მიმართ და უნივერსიტეტის კარები ფართოდ გაუღო.

განსაკუთრებული და ამაღლებული იყო პირველკლასელებთან შეხვედრა, რომელთაც „კარლსონი" მიესალმა და გაამხიარულა და გაამხნევა.

„ფეხბედნიერი იყოს ახალი სასწავლო წელი მთელი საქართველოსა და მე-5 საჯარო სკოლისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახალ სასწავლო წელს დიდი შემართებითა და დიადი სასწავლო მიზნებით იწყებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203