
ქუთაისის N5 საჯარო სკოლის პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და საფუძვლიანი ზოგადი განათლება მისცენ, რაც ბავშვების მოტივაციასა და აკადემიურ მოსწრებაზე აისახება. შესაბამისად, სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.
ახლახან, სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლისმედალოსანი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.
წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიალი 17 სექტემბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა.
ქუთაისის N5 საჯარო სკოლიდან ღონისძიებაზე წარდგნენ - ვერონიკა მორჩაძე (ოქროს მედალი), თუთი ბერძენაძე (ოქროს მედალი) და კესო რიკაძე (ვერცხლის მედალი).
სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ და მათ კუთვნილი ჯილდოს მიღება ულოცავენ.
„დიდი წარმატების შედეგი, მოსწავლეებისა და სკოლის ერთობლივი გამარჯვება.
გილოცავთ ახალგაზრდებო, წინ კიდე მეტი წარმატებისაკენ.
მრავალი მედალოსანის, წარმატების და წინსვლის სასწავლო წლები ჩვენს სკოლას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: