
თბილისის N96 საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
ახლახან, თბილისის N96 საჯარო სკოლის გუნდმა წარმატებას მიაღწია ისნის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალურ თამაშში - „ბრწყინვალე მოგება“ და გადავიდა მეორე ტურში.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
„წარმატებას ვუსურვებთ ჩვენი სკოლის გუნდს ამ საინტერესო თამაშში და მთელი გულით ვგულშემატკივრობთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.