დაბა ბედიანის საჯარო სკოლის კარი ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო - დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
22-09-2025

წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წელი დიდი შემართებითა და დიადი სასწავლო მიზნებით დაიწყეს. 

სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა. დირექცია და პედაგოგები ბავშვების დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ 15 სექტემბერი მათთვის დღესასწაულად ექციათ.

სკოლის კარი წელს ერთმა პირველკლასელმა შეაღო. მას ცოდნის ტაძარში მზრუნველი და მოსიყვარულე მასწავლებლები შეუძღვნენ და ერთადერთ მოსწავლეს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდნენ. 

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს. 

„მოგესალმებით და გილოცავთ ახალი 2025/26 სასწავლო წლის დაწყებას ყველას - მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისთვის. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენ პირველკლასელს, რომელმაც დღეს პირველად ფართოდ შემოაღო ჩვენი სკოლის კარი“,- ვკითხულობთ სკოლის წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203