
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული თაობა აღუზრდია, რომელთა მიღწევები სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყოა.
ერთ-ერთი ასეთი წარმატებული კურსდამთავრებულია - დიანა ნოზაძე, რომელმაც მომავალიც საგანმანათლებლო სფეროს დაუკავშირა და პროფესიად მასწავლებლობა აირჩია, ახლახან კი უფროსი მასწავლებლის სტატუსიც მოიპოვა.
მის წინსვლას სკოლაში საჩუქრითა და თბილი მილოცვით გამოეხმაურნენ.
„ჩვენი წარსული, ჩვენი სიამაყე - წარმატებული ნაბიჯები განათლებაში!
სასწავლო პროცესის ნაყოფი ხშირად გვაჩვენებს, რომ შრომას, მიზანდასახულობასა და განათლებისადმი სიყვარულს შედეგი ყოველთვის მოაქვს. სწორედ ასეთი წარმატების მაგალითია ჩვენი ყოფილი მოსწავლე, რომელმაც არა მხოლოდ ღირსეულად დაასრულა სკოლა, არამედ თავისი მიზნებითა და მონდომებით კიდევ არაერთ საფეხურზე აიწია.
დიანა ნოზაძემ წარმატებით დაასრულა სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისური ენის სპეციალობით. განათლების სფეროში განვითარება მისი მთავარი მისწრაფება იყო და დღეს უკვე გვენახება, რომ ამ გზაზე წარმატებით მიიწევს წინ - მან წარმატებით ჩააბარა გამოცდა და მოიპოვა ინგლისური ენის უფროსი მასწავლებლის სტატუსი!
ამ შესანიშნავ მიღწევას ჩვენი სკოლა პატარა საჩუქრითა და თბილი მილოცვით გამოეხმაურა. გვეამაყება, რომ ასეთი მოტივირებული და წარმატებული ადამიანები იწყებდნენ თავიანთ გზას სწორედ ჩვენს სკოლაში.
ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს, პროფესიულ წინსვლას და დაუმშვენდეს გზა განათლების არაერთ საფეხურზე! სიყვარულით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლა“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში.