
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართველი ბუმბერაზი მწერლის - ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას, ამჯერად, თეატრალური ხელოვნების დახმარებით ჩაუღრმავდნენ.
სკოლის მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები თეატრალურ წარმოდგენას დაესწრნენ.
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების „კაცია - ადამიანი?!“ მიხედვით დადგმული იმავე სახელწოდების სპექტაკლი გაიმართა.
გასვლითი ღონისძიების ინიციატორი გახლდათ, სკოლის მუსიკის წამყვანი მასწავლებელი ეკა გაგუა.
შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება მოსწავლეთათვის საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
მოსწავლეები სკოლაში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: