
თბილისის N108 საჯარო სკოლა მოსწავლეებს საფუძვლიან ზოგად განათლებას აძლევს, რაც აკადემიურ მოსწრებსა და სასწავლო მოტივაციაზე აისახება. რა თქმა უნდა, სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.
ახლახან, სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები კუთვნილი ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ.
სკოლაში ახარებთ კურსდამთავრებულთა წარმატება და ცოდნის მწვერვალების დაპყრობასა და ბედნიერ მომავალს უსურვებენ.
„მედალი მხოლოდ სიმბოლო არ არის - ის არის მადლიერების გამოხატულება, საზოგადოებრივი აღიარება და მოტივაცია, რომ ღირსეულად გაგრძელდეს დაწყებული გზა.
თქვენი წარმატება არა მხოლოდ თქვენი პირადი გამარჯვებაა, არამედ შთაგონებაა იმ მომავალი თაობებისთვის, რომლებიც დღეს გიყურებენ და სწავლობენ თქვენგან, გისურვებთ წარმატებას“,- ვკითხულობთ სკოლის დირექციის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: