
ქუთაისის №4 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა 75 წლის იუბილე მიულოცეს დამსახურებულ პედაგოგს, ლექტორს, მთარგმნელს, საუკეთესო ადამიანს - ბატონ ნუგზარ კუჭუხიძეს.
საზოგადოებამ დიდი ინტერესით მოისმინა მისი ლექცია - „ადამიანის უნიკალურობა.“ შეხვედრის დასასრულს იუბილარს სკოლის პედკოლექტივმა და მოსწავლეებმა სამახსოვრო წიგნაკში, დაბადების 75 წლის აღსანიშნავად, მილოცვები და კეთილი სურვილები ჩაუწერეს.
„ბატონი ნუგზარის ცოდნა ბეღელია, რომლითაც თაობები დიდ სულიერ წრთობასა და გაჯანსაღებას ეზიარებიან“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ადამიანი იქმნება ურთიერთობებში.
იხილეთ ფოტოები: