განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა - დეპარტამენტის 10 ფუნქცია ცნობილია
07-10-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცდა.

ბრძანებით განსაზღვრულია დეპარტამენტის კომპეტენცია:

ა) სტრატეგიული კომუნიკაციის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ჩართულობით, ერთიანი საკომუნიკაციო კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;

ბ) გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველსაყოფად სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და უკუკავშირის მიღება;

გ) საზოგადოებასთან, სხვადასხვა ორგანიზაციასთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობა და მათთან სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება;

დ) სამინისტროს საკომუნიკაციო ღონისძიებების კონცეფციის შემუშავება და აღსრულება;

ე) სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების, პროექტების, სიახლეებისა და მიღწეული შედეგების საკომუნიკაციო მხარდაჭერა;

ვ) სამინისტროს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება;

ზ) საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება;

თ) ციფრული მედიაარხების განვითარება – სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სოციალური ქსელებისთვის საჭირო და ხარისხიანი საკომუნიკაციო მასალების უზრუნველყოფა;

ი) სამინისტროს ოფიციალური სატელეფონო ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

კ) დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203