დაბა მესტიის N2 სკოლის მოსწავლეთა სახელზე izrune.ge -ს არაერთი დიპლომი და სერტიფიკატია - გაიცანით წარმატებული მესამეკლასელები
19-09-2025

მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები არაფორმალური განათლების პროექტებში მოსწავლეთა ჩართულობას ახალისებენ, რაც მოზარდების ცოდნასა და შესაძლებლობებზე აისახება. 

სკოლის ბეჯითმა და სამაგალითო მოსწავლეებმა  - გოჩა თეთრუაშვილმამატასი მარგიანმა, ილია ხერგიანმა, ნიცა ფალიანმა და ლერი გვარლიანმა საზაფხულო არდადეგები მეტად ნაყოფიერად გაატარეს. მოსწავლეები მთელი ზაფხულის განმავლობაში ასრულებდნენ izrune.ge -ს პროექტ „ჩემი სამშობლოს“ საზაფხულო ტესტებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული IZRUNE.GE-ს საგანმანათლებლო პროექტში. მთელი 2024-2025 სასწავლო წლის განმავლობაში მონდომებით ასრულებდნენ თემატურ ტესტებს, სისტემატურად ერთვებოდნენ საგნობრივ ოლიმპიადებში და წარმატების დასტურად დაჯილდოებულნი არიან სერტიფიკატებითა და დიპლომებით.

გვსურს სიხარულით აღვნიშნოთ მათი საამაყო შედეგები. მათი, როგორც წარჩინებული მოსწავლეების სახელები არაერთხელ გაჟღერდა etaloni.ge-სა და izrune.ge -ს პროექტების საშუალებით, რითაც მან საქვეყნოდ ასახელეს სკოლა, კლასის დამრიგებელი და ოჯახი.

ამ წარმატებებში კი გვჯერა, დიდი წვლილი მიუძღვის კლასის დამრიგებელს, ნინო გიგდელიანს.

გვინდა გულითადი მადლობა გადავუხადით პირადად დამრიგებელს ასეთი მოტივირებული და განათლების მიღებაზე ორიენტირებული მოსწავლეების აღზრდისთვის.

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203