თბილისის N103 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა
19-09-2025

თბილისის N103 საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

სკოლის დირექტორმა არჩილ ჩხაიძემ, სკოლის პედაგოგებმა და ისნის რაიონის მაჟორიტარმა კახა ლაბუჩიძემ სწავლის დაწყება მიულოცეს სკოლის ყველა მოსწავლეს. საზეიმო შეხვედრაზე სკოლის კურსდამთავთავრებულებს გადაეცათ ოქროს მედლები.

103-ე საჯარო სკოლის, სომხური სექტორის, მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა სომხეთის ელჩმა საქართველოში, აშოტ სამბატიანმა, სომხური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა - არმენ ბაინდურიანმა, ქართულ-სომხური კავშირის ხელმძღვანელმა - მარია არაქალოვამ, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა - ვან ბაიბურთმა, განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა - კარინა მანუკიანმა და საელჩოს მრჩეველმა - ვაჰანგ ტონოიანმა. მათ საჩუქრები გადასცეს სკოლის პირველკლასელებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203