ნახუნაოს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა აკადემიური წელი ახალი სასწავლო მიზნებითა და გეგმებით დაიწყეს
19-09-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის განახლებას სრული მზადყოფნით შეხვდა.

მოსწავლე-მასწავლებლებმა 2025-2026 სასწავლო წელი დიადი სასწავლო მიზნებითა და გეგმებით დაიწყეს.  

სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - გერასიმე კიკალიშვილმა და ბევრი ნაყოფიერი და სასიხარულო დღე უსურვა, მოსწავლეების კი სწავლისა და წინსვლისკენ მოუწოდა.

ღონისძიებაზე მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთად ილოცეს სკოლის 2024-2025 სასწავლო წლის კურსდამთავრებულის - ლუკა ცანავას გადასარჩენად, რომელიც, როგორც მოგვანებით გახდა ცნობილი, უბედური შემთხვევის გამო გარდაიცვალა. 

სკოლაში, კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ კურსდამთავრებულის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებენ ოჯახსა და ახლობლებს. 

ფოტოების ავტორი: დავით პირტახია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203