ქვემო მაჩხაან​ის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო 
19-09-2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაან​ის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. 

პირველკლასელთა საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა საკლასო ოთახებმა, წარმატებულ მოსწავლეთა დაჯილდოებამ და ლამაზმა ღონისძიებამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.

სკოლის დირექტორმა - თამილა ქურხაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა სასწავლო წლის დაწყება, მოსწავლე-მასწავლებლებლებს ნაყოფიერი აკადემიური წელი და წინსვლა უსურვა.

სკოლის ხელმძღვანელმა ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში წარმატებულ მოსწავლეებს სიგელები გადასცა, წინსვლისა და განვითარებისკენ მოუწოდა. 

შეკრებილ საზოგადოებას, ახალი სასწავლო წლის დაწყება ასევე მიულოცეს დეპუტატმა - გოჩა შანშაშვილმა და რწმუნებულმა -  ნუგზარ ყატაშვილმა

მათ მოსწავლეებს უსურვეს საკუთარი წარმატებით ასახელონ სკოლა, სოფელი და ქვეყანა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203