გამოსაცდელებს ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენად ტესტირება 24 სექტემბერს ჩაუტარდებათ - დეტალები
24-09-2025
პროექტ „სერტუსის“ (ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენი ტესტირება) ფარგლებში მორიგი ტესტირება 24 სექტემბერს ჩატარდება, რეგისტრაციის გავლა კი მსურველებს 22 სექტემბრის 17:00 საათის ჩათვლით შეეძლებათ. 
 
ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება. მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს როგორც მთლიანად ტესტი, ისე მისი ცალკეული ნაწილი/ნაწილები. ერთი ნაწილის ჩაბარების შემთხვევაში (მაგ.: მოსმენა), მონაწილე მიიღებს შესაბამის ცნობას. სერტიფიკატი კი, რომლის მოქმედების ვადაც 3 წელია, ტესტის სრულად (ოთხივე ნაწილის) ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა. მნიშვნელოვანია, რომ გადაბარების 6 თვიანი მოცდის პერიოდი ერთ თვემდე შემცირდა. 
 
გთავაზობთ „სერტუსის“ 2025 წლის ტესტირების კალენდარს. 
 
დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით იხილეთ  ბმულზე. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203