ეშტიის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ტრადიციადქცეული, გამორჩეული ღონისძიებით დაიწყო 
19-09-2025

15 სექტემბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლა სიხარულითა და ტრადიციული ზეიმით შეხვდა ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ. 

სკოლის ეზოში გაიმართა განსაკუთრებული ღონისძიება, მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართეს და მისალოცი სიტყვით გამოვიდნენ სკოლის დირექტორი და პირველი კლასის დამრიგებელი.

სკოლაში მოეწყო „ოცნების ხე“- თითოეულმა მოსწავლემ ფოთოლზე დაწერა თავისი ოცნება, შემდეგ კი ყველას წინაშე წაიკითხა და ხეს შეაბა. აქტივობამ ბავშვებს სიხარული, ერთობის განცდა, შემოქმედებითი აღმაფრენა მოუტანა. 

შემდეგ მოსწავლეები  თეატრის საოცარ სამყაროში აღმოჩნდნენ - თოჯინების თეატრმა მათ ზღაპარი წარუდგინა. წარმოდგენამ პატარა მაყურებლებს მხიარულებასთან ერთად სიკეთისა და სიბრძნის ძალაც აგრძნობინა.

„ეს ყოველწლიური ღონისძიება ჩვენი სკოლის ცხოვრების მნიშვნელოვანი ტრადიციაა. იგი პირველივე დღიდან ბავშვებს სიხარულს, შემოქმედებით შთაგონებასა და მეგობრობის განცდას ანიჭებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით გაჯერებულ სასწავლო წელს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203