„ვისურვებთ, მუდამ წკრიალებდეს სკოლაში ზარი“- ველევის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიზი და ნიკოლოზ გოგსაძეები სასწავლო წლის დაწყებას სიხარულით შეხვდნენ
19-09-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლე-მასწავლებლებისთვის ყოველთვის დღესასწაულია. 

მცირეკონტიგენტიან სკოლაში მოსწავლეთა სკოლაში დაბრუნება განსაკუთრებულად ახარებთ. წელსაც, საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებული ლიზი და ნიკოლოზ გოგსაძეები დირექტორმა - კატუშა გოგსაძემ და პედაგოგეგბმა დიდი სიყვარულით მიიღეს. 

ლიზი და ნიკოლოზ მასწავლებლებთან ერთად სიხარულით შეხვდნენ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

სკოლაში საპატიო სტუმარსაც უმასპინძლეს. თემის დეპუტატმა - დავით გოგსაძემ სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა მშობლიურ სკოლას.

„ვისურვებთ, რომ მუდამ წკრიალებდეს ველევის სკოლაში ზარი“, - აღნიშნავს კატუშა გოგსაძე და სკოლასა და თემს მოსწავლეთა სიმრავლეს უსურვებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203