ურავის საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა სიხარულით შეაღეს
19-09-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წელი დიდი შემართებით დაიწყეს. 

როგორც ყოველთვის, სკოლა სასწავლო პროცესის განახლებას სრული მზადყოფნით შეხვდა. სკოლაში მისულ მოსწავლეებს მოწესრიგებული და საზეიმოდ მორთული სასკოლო სივრცე, მოსიყვარულე და მზრუნველი პედაგოგები დახვდათ. 

დირექციამ და პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ბავშვებისთვის სკოლაში დაბრუნება ზეიმად ექციათ. 

სკოლის დირექტორმა ნანი კერესელიძემ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და შემეცნებისა და წინსვლისკენ მოუწოდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203