
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებას სრული მზადყოფნით შეხვდა. სკოლაში მისეულ მოსწავლეებს მოწესრიგებული და საზეიმოდ მორთული საკლასო ოთახები, გამართული ინფრასტრუქტურა და მოსიყვარულე პედაგოგები დახვდათ.
გაიმართა მოსწავლეთა საზეიმო მიღება. დირექციამ და პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ბავშვებისთვის სკოლაში დაბრუნება ზეიმად ექციათ.
სკოლის დირექტორმა - ნათელა დარახველიძემ მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლეებო და მშობლებო! თქვენ გელოდებათ განახლებული საკლასო ოთახები (VI-VIII-XI კლასები) და განახლებული სასკოლო ავეჯი. ბედნიერ, ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!“,- აღნიშნა დირექტორმა.
იხილეთ ფოტოები: