
მარნეულის N7 საჯარო სკოლაში პირველი ზარი დაირეკა და საკლასო ოთახები მოსწავლეთა ჟრიამულით აივსო.
მოსწავლეთა დასახვედრად სკოლის დირექტორი - მინარა კარაკოვა და პედაგოგები საგანგებოდ მოემზადნენ და მოსწავლეებს ლამაზად მორთულ-მოკაზმული სასკოლო სივრცე დაახვედრეს. განსაკუთრებულად იზრუნეს პირველკლასელთა მოტივაციაზე და პატარებს სასკოლო ცხოვრების დაწყებით გამოწვეული მღელვარება ზეიმად უქციეს.
სკოლის დირექტორმა - მინარა კარაკოვამ სწავლის დაწყება განსაკუთრებულად მიულოცა პირველკლასელებს და მოსწავლეებს შემეცნებისა და წინსვლისკენ მოუწოდა.
„ძვირფასო პირველკლასელებო, გილოცავთ სწავლის დაწყებას. გისურვებთ, რომ სასკოლო ცხოვრება იყოს თქვენთვის სიხარულით სავსე. დაე, მუდამ გქონდეთ სურვილი, იკითხოთ, ისწავლოთ და სამყაროს სითბოთი გახსნილი გულით შეხედოთ“,- აღნიშნა დირექტორმა.
იხილეთ ფოტოები: