კვათანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა
19-09-2025

ქალაქ აბაშის კვათანის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს გამორჩეული დახვედრა მოუწყვეს.

ტრადიციულად, დღის მთავარი გმირები პირველკლასელები იყვნენ, მათ კომპიუტერები საზეიმოდ გადაეცათ. 

ღონისძიება მოსწავლეთა საზეიმო მიღებითა და მისალმება-მილოცვით გაგრძელდა. 

მოსწავლეებმა სასწავლო პროცესის დაწყება მასწავლებლებთან ერთად იზეიმეს.

დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს, რომ პირველი სასწავლო დღე ბავშვებისთვის დღესასწაულად ექციათ.

სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს. 

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ წარმატებებს, შრომის ნაყოფიერებასა და განათლების სიმაღლეებზე ასვლას“,- აღინიშნა სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203