გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში 15 სექტემბერი დღესასწაულად იქცა
19-09-2025

15 სექტემბერს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა. 

მოსწავლეთა დასახვედრად სკოლის დირექცია და პედაგოგები საგანგებოდ მოემზადნენ და მოსწავლეებს საზეიმოდ მორთული სასკოლო სივრცე დაახვედრეს. 

დღის მთავარი გმირები, ტრადიციულად, პირველკლასელები იყვნენ. პატარებს მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგები საკლასო ოთახებში დიდი სიხარულით შეუძღვნენ

სკოლის დირექციამ სასკოლო საზოგადოების სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა. 

„ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

ეს დღე ყოველთვის სავსეა იმედებით, ახალი მიზნებითა და სასიამოვნო მოლოდინებით. სკოლა არის ადგილი, სადაც იწყება დიდი მოგზაურობა ცოდნისკენ, მეგობრობისკენ და ოცნებების ახდენისკენ.

გისურვებთ წარმატებულ, მოტივაციითა და სითბოთი სავსე წელს. ყოველ დილას დაგხვდეთ ახალი შესაძლებლობა და ყოველი დღე გახდეს თქვენი წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯი“,- აღნიშნა სკოლაში. 

სასიხარულოა, რომ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თბილი და საზეიმო მიღება ტრადიციად არის ქცეული. სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

ვიდეო 1, ვიდეო2 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203