მახაშის საჯარო სკოლის დირექტორმა - ლერი სილაგაძემ მოსწავლის - ილია ცხვედიანის წარმატების შესახებ „ეტალონის“ ოფიციალური წერილი მიიღო
19-09-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლის მოსწავლე ილია ცხვედიანი „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის გამორჩეული მონაწილეა. 

მოსწავლე როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის, ისე ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადების ლიდერთა ათეულის ღირსეული წევრია. 

მისი წარმატება საამაყოა მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის. 

სკოლის დირექტორმა - ლერი სილაგაძემეტალონი-მედია“ ჯგუფისგან საამაყო მოსწავლის წარმატების შესახებ ოფიციალური წერილი მიიღო. 

„გვსურს სიამაყით გაცნობოთ, რომ თქვენი სკოლის მოსწავლემ გამორჩეულ შედეგებს მიაღწია საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ 2025 წლის გაზაფხულის სეზონის საგნობრივ ოლიმპიადებში.

დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი მოსწავლის წარმატება მის შრომისმოყვარეობისა და სიბეჯითესთან ერთად, თქვენი სკოლის ძლიერი პედაგოგიური გუნდისა და ეფექტური საგანმანათლებლო მხარდაჭერის დამსახურებაა“,- ვკითხულობთ წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203