
ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
2025-2026 სასწავლო წელი ნოღოხაშის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა თანამედროვე სტანდარტით რეაბილიტირებულ, ახალი სასკოლო ინვენტარითა და სასწავლო რესურსით აღჭურვილ შენობაში დაიწყეს.
მოსწავლეებს სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და ბავშვები დიდი სიყვარულითა და მზრუნევლობით მიიღეს.
ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს და წარმატებები უსურვეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ, მერიის წარმომადგენელმა მამუკა კვიტაშვილმა და რესურსცენტრის უფროსმა ნატალია გელიტაშვილმა.
იხილეთ ფოტოები: