გურძემის საჯარო სკოლას კურსდამთავრებულმა - სოფი ხარებავამ საავტორო წიგნი უსახსოვრა 
19-09-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა წინსვლა სკოლის დირექციისა და პედაგოგებისთვის სასიხარულო და საამაყოა. 

ერთ-ერთია სოფი ხარებავა, რომელიც ახალგაზრდული ორგანიზაცია „გზა მომავლისკენ” დამფუძნებელი გახლავთ. ორგანიზაცია ემსახურება ახალგაზრდების განვითარებას, ცნობიერების ამაღლებას, დასაქმების ხელშეწყობას. ის ასევე გახლავთ ტრენერი და მწერალი. 

მან ახლახან სკოლის ბიბლიოთეკას საკუთარი საავტორო წიგნი გადასცა. მისი თქმით, მისი წიგნი შეიძლება ბევრი მოსწავლისთვის შთაგონებად და მოტივაციის წყაროდ იქცეს, რადგან დაინახავენ რომ სწავლა -განათლებით შეუძლიათ საკუთარ ოცნებებს ფრთები შეასხან.

„ჩემს სკოლას, სადაც გავიზარდე და წარმატების პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, საჩუქრად გადავეცი ჩემი საავტორო წიგნი.

ბიბლიოთეკაში, სადაც ბავშვობაში ვკითხულობდი ახლა ჩემი წიგნიც იქნება. ეს ჩემთვის მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯი კი არა, დიდი პასუხისმგებლობაცაა, რადგან იქ სწავლობენ ბავშვები, რომლებსაც შეიძლება შთაგონება მისცეს იმ ადამიანის წიგნმა, ვინც თავადაც ამ სკოლის მოსწავლე იყო.

ვფიქრობ, მათთვის ორმაგი მოტივაცია იქნება, როცა დაინახავენ, რომ ოცნებები რეალურად ხდება და შეიძლება მათაც გაუჩნდეთ სურვილი, რომ დაიწყონ წერა და ერთხელ საკუთარი წიგნი დადონ ამ ბიბლიოთეკაში“,- აღნიშნავს სოფი ხარებავა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203